ქართველ ბიზნესმენს თაღლითებმა AI-ის გამოყენებით 74 მილიონი დოლარი მოპარეს - ცნობილია საქმის დეტალები
1793879558
გერმანიის კანცლერის სახლის ნაგვის ურნაში მეზობლებმა, დიდი შვიდეულის სამიტის შესახებ საიდუმლო დოკუმენტები იპოვეს.
ინფორმაციას გერმანული გამოცემა „შპიგელი“ ავრცელებს. ნაპოვნი დოკუმენტები დიდი შვიდეულის ლიდერებისა და მათი მეუღლეების შესახებ პირად ინფორმაციას მოიცავდა. მედიის ინფორმაციით, გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ შედგენილ დოკუმენტებს „გრიფით საიდუმლო“ ჰქონდა მინიჭებული და მათი შემდგომი გადამუშავება სპეციალური წესის დაცვით უნდა მომხდარიყო.
გამოცემის თანახმად, დოკუმენტების გასაჯაროება, სავარაუდოდ, შოლცის მეუღლის უყურადღებო ქმედებას უკავშირდება.