გერმანიის კანცლერი: დიპლომატიური საშუალებები უკრაინაში ომის დარეგულირებისთვის ამოიწურა

ფრიდრიხ მერცი

გერმანიის კანცლერმა, ფრიდრიხ მერცმა განაცხადა, რომ დიპლომატიური საშუალებები უკრაინაში ომის დარეგულირებისთვის ამოიწურა.

„როდესაც კრიმინალური რეჟიმი სამხედრო ძალით ღიად კითხვის ქვეშ აყენებს სხვა ქვეყნის არსებობის უფლებას და მიზნად ისახავს თავისუფლების პოლიტიკური წესრიგის განადგურებას ევროპის კონტინენტზე, ფედერალური მთავრობა, რომელსაც მე ვხელმძღვანელობ, ყველაფერს გააკეთებს ამის თავიდან ასაცილებლად“, - აღნიშნა გერმანიის კანცლერმა.

გერმანიის კანცლერმა პირობა დადო, რომ უკრაინის მხარდაჭერა შენარჩუნდება „ამ პარლამენტში მემარცხენე პოლიტიკური ძალებისა და პრორუსული მემარჯვენეების ზეწოლის მიუხედავად“.