გერმანიაში, საავადმყოფოში გაჩენილი ხანძრის შედეგად 3 პაციენტი დაიღუპა

გერმანია

გერმანიაში, ქალაქ ჰამბურგის ერთ-ერთ საავადმყოფოში გაჩენილი ხანძრის შედეგად 3 პაციენტი დაიღუპა, 34 ექიმი და პაციენტი კი დაშავდა.

ხანძარი შენობის პირველ სართულზე, ხანდაზმულთა განყოფილების ერთ-ერთ პალატაში გაჩნდა და მეორე სართულის ფასადზე გავრცელდა. დაღუპულები 84, 85 და 87 წლის კაცები არიან.

ხანძრის გამომწვევი მიზეზების დასადგენად დაწყებულია გამოძიება.