გაზის მიწოდება 34 საათით შეწყდება - ნახეთ მისამართები და დეტალური ინფორმაცია
1793904081
საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის რეიტინგი ერთ თვეში 4 პროცენტული პუნქტით შემცირდა და ისტორიულ მინიმუმს, 13%-ს მიაღწია. ინფორმაციას ამის შესახებ ფრანგული მედია ავრცელებს.
ამ მონაცემებით მაკრონმა გადაასწრო თავისი წინამორბედის, ფრანსუა ოლანდის უნდობლობის რეკორდს, რომელიც 2016 წლის ნოემბერში 14%-ს შეადგენდა. კვლევის შედეგები კვლევითმა ინსტიტუტმა Elabe-მა ხუთშაბათს გამოაქვეყნა.
გამოცემა Les Echos-ისთვის ჩატარებული გამოკითხვის თანახმად, აგვისტოს შემდეგ საფრანგეთის პრეზიდენტის რეიტინგი ჯამში 11 პუნქტით არის შემცირებული.
„ეს არის Elabe-ის ბარომეტრის მიერ ოდესმე დაფიქსირებული ნდობის ყველაზე დაბალი მაჩვენებელი. რესპუბლიკის პრეზიდენტის რეიტინგი ჩამოცდა ფრანსუა ოლანდის მიერ დაფიქსირებულ ანტირეკორდს [14% 2016 წლის ნოემბერში] და თავად მაკრონის უდაბლეს მაჩვენებელს (14% 2025 წლის ოქტომბერში)“, - აღნიშნავენ ინსტიტუტში. რეიტინგის განსაკუთრებით მკვეთრი ვარდნა (-7 პუნქტი) უშუალოდ მაკრონის ამომრჩეველში დაფიქსირდა.
გამოკითხულთა 82% პრეზიდენტის მიმართ უნდობლობას გამოხატავს, ხოლო მათგან 60% აცხადებს, რომ მას „საერთოდ არ ენდობა“. მძიმე პოლიტიკური და სოციალური ფონის პარალელურად, პრემიერ-მინისტრ სებასტიან ლეკორნუს რეიტინგიც პირად მინიმუმამდე - 17%-მდე შემცირდა (-2 პუნქტი).
სხვა პოლიტიკურ ფიგურებს შორის ყოველთვიურ რეიტინგში პირველ ადგილს კვლავ მარინ ლე პენი ინარჩუნებს - მის მიმართ დადებითად გამოკითხულთა 35%-ია განწყობილი (შემცირდა 2 პუნქტით).