Financial Times: სი ძინპინმა ტრამპს უთხრა, რომ პუტინმა უკრაინაში შეჭრა, შესაძლოა, „ინანოს

პი

ჩინეთის პრეზიდენტმა, სი ძინპინმა გასულ კვირას აშშ-ის ლიდერთან, დონალდ ტრამპთან პეკინში გამართული მოლაპარაკებების დროს განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა საბოლოო ჯამში, შესაძლოა, უკრაინაში შეჭრა ინანოს. ინფორმაციას Financial Times-ი ავრცელებს.

გამოცემას რამდენიმე წყარომ განუცხადა, რომ ჩინეთის ლიდერმა აღნიშნული განცხადება გაფართოებულ ფორმატში მიმდინარე მოლაპარაკებების დროს გააკეთა, როცა უკრაინის საკითხი განიხილებოდა.

ტრამპმა, თავის მხრივ, სი ძინპინს განუცხადა, რომ პუტინთან ერთად მათ სამივემ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს წინააღმდეგ უნდა ითანამშრომლონ.

როგორც Financial Times-ი წერს, სი ძინპინის განცხადება პუტინის სინანულთან დაკავშირებით უფრო მკაფიოდ ჟღერდა, ვიდრე ადრე გაკეთებული განცხადებები.