სიმსივნის შესაძლო ნიშნები, რომლებიც დაძინებამდე ვლინდება
1752179551
სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო აბუ-დაბიში ნიკოლ ფაშინიანისა და ილჰამ ალიევის შეხვედრის შესახებ განცხადებას ავრცელებს.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ შეხვედრაზე სომხეთისა და აზერბაიჯანის სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობების ნორმალიზაციის დღის წესრიგის სხვადასხვა ასპექტი განიხილებოდა.
„დადასტურებული იყო, რომ ორმხრივი მოლაპარაკებები წარმოადგენს ყველაზე ეფექტურ ფორმატს ყველა საკითხის განსახილველად, რომლებიც ეხება ნორმალიზაციის პროცესს და ამაზე დაყრდნობით გადაწყდა დიალოგის გაგრძელება, რომელიც ორიენტირებულია შედეგზე“, – ნათქვამია სომხეთის საგარეო უწყების განცხადებაში.
სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადების თანახმად, მხარეებმა ხაზი გაუსვეს პროგრესს, რომელიც მიღწეულია სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვრის დელიმიტაციის პროცესში და გაიცა განკარგულება, შესაბამისმა სახელმწიფო კომისიებმა განაგრძონ პრაქტიკული სამუშაოები ამ მიმართულებით.