ევროპარლამენტში მემარცხენე ჯგუფი ურსულა ფონ დერ ლაიენს: რასაც დასთეს, იმას მოიმკი

მარტინ შირდევანი

ევროპარლამენტში არსებულმა მემარცხენე ჯგუფმა, რომელსაც გერმანიის წარმომადგენელი მარტინ შირდევანი ხელმძღვანელობს, განაცხადა, რომ ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლაიენის მმართველობის სტილმა ის ფართო კრიტიკის სამიზნედ აქცია, მათ შორის უნდობლობის კენჭისყრის.

მათ კონკრეტულად გააკრიტიკეს „მწვანე შეთანხმების“ ფაილებთან დაკავშირებით უკან დახევა და ის, რასაც ისინი კომისიის სუსტ პოზიციად ასახელებენ ჩინეთთან და ტრამპთან მიმართებაში.

„თქვენ იმდენად არაგამჭვირვალე იყავით, რომ მათ თამაშს თამაშობდით. ეს არის თქვენი დამღუპველი პოლიტიკური შედეგი. ქალბატონო ფონ დერ ლაიენ, თქვენმა პოლიტიკამ გამოიწვია სიტუაცია, სადაც მემარჯვენეებს შეუძლიათ საკუთარი თეატრის დადგმა და დემოკრატიის სასაცილოდ წარმოჩენა“, - აღნიშნა მარტინ შირდევანმა.

ურსულა ფონ დერ ლაიენის უნდობლობის საკითხი კენჭისყრაზე ხუთშაბათს დადგება.

ფონ დერ ლაიენისადმი ნდობის საკითხი მემარჯვენე ევროდეპუტატებმა დააყენეს და ამ საკითხის პარლამენტში გასატანად საჭირო რაოდენობის ხელმოწერები შეაგროვეს. მემარჯვენე ევროპარლამენტარები ფონ დერ ლაიენს „ფაიზერგეითის“ საქმის გამო აკრიტიკებენ, ევროკომისიას კი გამჭვირვალობის ნაკლებობასა და არასწორ მენეჯმენტში ადანაშაულებენ.