ევროპარლამენტარი ნიკლას ჰერბსტი: ჩვენ გსურს, რომ სისტემატური კონტროლი გვქონდეს ევროკომისიასა და არასამთავრობო ორგანიზაციებს შორის გაფორმებულ კონტრაქტებზე

ნიკლას ჰერბსტი

არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც ხალხის ფულს იღებენ, საჯარო ზედამხედველობას უნდა დაექვემდებარონ, - აცხადებს ევროპარლამენტარი, ევროპის სახალხო პარტიის წევრი ნიკლას ჰერბსტი.

„დღევანდელი კენჭისყრის შედეგი აღიარებს ევროპის აუდიტორთა სასამართლოს შეშფოთებას, არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსების ბუნდოვანების გამო. ეს ხანგრძლივი მარათონის მხოლოდ დასაწყისია. ევროპის სახალხო პარტიის ჯგუფი მკაცრად მოითხოვს უფრო სერიოზულ რეაგირებას. არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც ხალხის ფულს იღებენ, საჯარო ზედამხედველობას უნდა დაექვემდებარონ. ჩვენ გსურს რომ სისტემატური კონტროლი გვქონდეს ევროკომისიასა და არასამთავრობო ორგანიზაციებს შორის გაფორმებულ კონტრაქტებზე“, - აცხადებს ჰერბსტი.

ევროპის სახალხო პარტია, რომელიც საქართველოს გამჭვირვალობის კანონის გამო აკრიტიკებდა, არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსებისა და საქმიანობის გამჭვირვალობას ევროპაში თავად ითხოვს.