გაზის მიწოდება 6300 აბონენტს შეუწყდება - „თბილისი ენერჯის“ განცხადება
1754988292
ევროკავშირმა უკრაინას რუსული გაყინული აქტივებიდან 1,6 მილიარდი ევრო გადაურიცხა. ინფორმაცია ევროკომისიის ვებ-გვერდზეა გამოქვეყნებული.
გაერთიანების ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის ცნობით, თანხა ევროკავშირმა რუსეთის ცენტრალური ბანკის გაყინული აქტივების ეგრეთ წოდებული გაუთვალისწინებელი პროცენტული სარგებლიდან მიიღო, რომელიც დეპოზიტზე ინახებოდა. ეს უკრაინისთვის გადაცემული მესამე ტრანშია.
„აღნიშნული ზომები ევროკავშირის უკრაინისადამი უცვლელი მხარდაჭერის ვალდებულების ნაწილს წარმოადგენს. უკრაინას მხარს დავუჭერთ იმდენ ხანს, რამდენიც საჭირო იქნება“, - აღნიშნულია ევროკომისიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.