16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
1765826612
ფინეთმა ევროკავშირის აღმოსავლეთ ფლანგის ქვეყნების სამიტი მოიწვია. როგორც „ბლუმბერგი“ წერს, 16 დეკემბერს ჰელსინკში ევროკავშირის აღმოსავლეთ ფლანგზე მდებარე რვა ქვეყნის ლიდერები შეიკრიბებიან, რათა ევროკავშირის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებაზე იმსჯელონ.
როგორც ფინეთის პრემიერ-მინისტრმა, პეტერი ორპომ განაცხადა, „რუსეთი გრძელვადიან პერიოდში წარმოადგენს საფრთხეს და ყველაზე დიდი ზეწოლა ხორციელდება ევროპის აღმოსავლეთ ნაწილზე“.
მისივე თქმით, ჰელსინკიში დაგეგმილი სამიტის მიზანია თანამშრომლობის შეთანხმება თავდაცვის სფეროში და ევროკავშირის ფარგლებში საერთო პოზიციის შემუშავება.
შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებენ შვედეთის, პოლონეთის, ესტონეთის, ლატვიის, ლიეტუვის, რუმინეთისა და ბულგარეთის ლიდერები. როგორც ფინეთის პრემიერ-მინისტრი აცხადებს, ამ ქვეყნების ლიდერები მიისწრაფვიან, ბრიუსელს მკაფიო სიგნალი გაუგზავნონ და თავდაცვითი პროექტებისთვის დაფინანსება მიიღონ. ამჟამად საპილოტე პროექტების განხორციელებისთვის გათვალისწინებულია 1,5 მილიარდი ევრო, ხოლო ევროკავშირის გრძელვადიან ბიუჯეტში თავდაცვითმა ხარჯებმა, შესაძლოა, 135 მილიარდ ევროს მიაღწიოს.