შუქი გაითიშება - გადაამოწმეთ თქვენი მისამართი
1779213949
დრონებთან დაკავშირებული „უნებლიე ინციდენტებისთვის“ უკრაინამ ესტონეთს ბოდიში მოუხადა. უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესმდივანი გეორგი ტიხი აცხადებს, რომ რუსეთი ტექნოლოგიების გამოყენებით უკრაინული დრონების ბალტიისპირეთის ქვეყნებისკენ გადამისამართებას განზრახ აგრძელებს.
„რუსეთი აგრძელებს უკრაინული დრონების ბალტიისპირეთში გადამისამართებას ელექტრონული ბრძოლის საშუალებების გამოყენებით. მოსკოვი ამას განზრახ აკეთებს გაძლიერებულ პროპაგანდასთან ერთად. ჩვენ ბოდიშს ვუხდით ესტონეთს და ჩვენს ყველა ბალტიისპირელ მეგობარს ასეთი უნებლიე ინციდენტებისთვის“, – განაცხადა მან.
მან ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინა აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების საჰაერო სივრცეს რუსეთზე თავდასხმისთვის არ იყენებს.
„ჩვენ კიდევ ერთხელ ვიმეორებთ, რომ, რუსული პროპაგანდის მტკიცების საწინააღმდეგოდ, არც ესტონეთმა, არც ლატვიამ, ლიეტუვამ ან ფინეთმა არასდროს არ დაუშვეს თავიანთი საჰაერო სივრცის გამოყენება რუსეთის წინააღმდეგ თავდასხმებისთვის. გარდა ამისა, უკრაინას არასდროს მოუთხოვია ასეთი რამ“, – განაცხადა მან.
ცნობისთვის, დღეს, 19 მაისს რუმინულმა გამანადგურებელმა ესტონეთში უკრაინული დრონი ჩამოაგდო, რამაც ქვეყნის ნაწილში საჰაერო თავდასხმის განგაში გამოიწვია. მედიის ცნობით, ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც ასეთი აპარატი ქვეყნის ტერიტორიაზე ჩამოაგდეს.