დონალდ ტრამპი - ზელენსკის შეუძლია რუსეთთან ომი დაუყოვნებლივ დაასრულოს, ან ბრძოლა გააგრძელოს

 ტრამპი

 უკრაინის პრეზიდენტ ზელენსკის შეუძლია რუსეთთან ომი თითქმის დაუყოვნებლივ დაასრულოს, თუ ამის სურვილი ექნება, ან შეუძლია ბრძოლა გააგრძელოს, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.

„გაიხსენეთ, როგორ დაიწყო ეს ყველაფერი. ობამას მიცემული (12 წლის წინ, ერთი გასროლის გარეშე!) ყირიმი ვერ დაბრუნდება და უკრაინა ნატო-ში ვერ შევა. ზოგიერთი რამ არასდროს იცვლება!!!“- აცხადებს ტრამპი.

მისი თქმით, ხვალ თეთრ სახლში, სადაც ევროპელ ლიდერებს მასპინძლობენ, დიდი დღეა.

„ხვალ თეთრ სახლში დიდი დღეა. ამდენი ევროპელი ლიდერი არასდროს გვყოლია ერთდროულად. დიდი პატივია მათი მასპინძლობა!!!“- წერს ტრამპი.