1757094246
„დიდებული და ლეგენდარული ჩარლი კირკი გარდაიცვალა“ - ტრამპი

კონსერვატორი აქტივისტი, ჩარლი კირკი, რომელიც დღეს ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს, გარდაიცვალა. ინფორმაციას აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი საკუთარ სოციალურ ქსელში, Truth Social ავრცელებს.
„დიდებული და უფრო მეტიც, ლეგენდარული ჩარლი კირკი გარდაიცვალა. ამერიკის შეერთებულ შტატებში ახალგაზრდობის გული ჩარლიზე უკეთ არავის ესმოდა და არავის ჰქონდა. ის ყველას უყვარდა და მას ყველა აღმერთებდა, განსაკუთრებით მე, და ახლა ის ჩვენთან აღარ არის. მელანიასა და ჩემი სამძიმარი მის მშვენიერ მეუღლეს, ერიკას და ოჯახს. ჩარლი, გვიყვარხარ!“,- დაწერა ტრამპმა.
აშშ-ში, დონალდ ტრამპის მომხრე ცნობილ ბლოგერს, ჩარლი კირკს საჯარო ღონისძიების დროს ესროლეს.