დაღუპულთა და დაშავებულთა რაოდენობა გაიზარდა - საბერძნეთში, ამ დრომდე, ძლიერ ხანძარს ებრძვიან

saberdzneti

საბერძნეთში ხანძარს ამ დრომდე ებრძვიან. ცეცხლმა დასახლებულ პუნქტებამდე მიაღწია. დაღუპულია 10-მდე ადამიანი, დაშავებულების რიცხვი კი 100-მდე გაიზარდა. 260 მეხანძრე მაშველი ადამიანების გადარჩენას ცდილობს.

ათობით დამწვარი სახლი და განადგურებული ინფრასტრუქტურა - საბერძნეთის მასშტაბით ხანძარი რამდენიმე ტერიტორიაზეც დაფიქსირდა, მათ შორის - ტურისტულ კუნძულ კეფალონიაზე. ცეცხლმა გაანადგურა 1 000-ზე მეტი სახლი, რამდენიმე ადამიანი კი ამ დრომდე თავშესაფრის გარეშე რჩება.

ყველაზე ძლიერი ხანძარი კერატეას პატარა ქალაქში გაჩნდა, დედაქალაქის სამხრეთ-დასავლეთით, შენობაში ხანდაზმული მამაკაცის ცხედარი იპოვეს.

ივლისში, საბერძნეთში ხანძრებს 10-ზე მეტი რეინჯერისა და სამხედრო მაშველის სიცოცხლე ემსხვერპლა.

მსოფლიო სტატისტიკის მიხედვით, ამ ზაფხულს ტყის ხანძრების შემთხვევებმა რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია.