„ლაშას ხსოვნის პატივსაცემად...“ - რესტორანი „ქვევრი“ საზოგადოებას მიმართავს
1762336424
ბულგარეთის დედაქალაქ სოფიის მახლობლად სატვირთო ავტომანქანაში 18 ცხედარი იპოვეს. ინფორმაციას ამის შესახებ უცხოური მედია ავრცელებს.
ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, პირველადი დასკვნით, სატვირთოს არალეგალური მიგრანტები გადაჰყავდა.
პოლიციის ინფორმაციით, შეშით დატვირთულ მანქანას მალულად გადაჰყავდა სულ 40 ადამიანი.
მათგან 18-ის გარდაცვალების მიზეზი უცნობია.
უცხოური მედიის ცნობით, გადარჩენილები საავადმყოფოში გადაიყვანეს.
ავტომანქანის მძღოლი კი იძებნება.