1748980445
ბრიტანეთში 1100-ზე მეტი მიგრანტი 18 პატარა ნავით ჩავიდა - ეს 2025 წელს ერთ დღეში დაფიქსირებული ყველაზე მაღალი მაჩვენებელია

შაბათს, ლა-მანშის სრუტის გადაკვეთის შემდეგ, დიდ ბრიტანეთში 1100-ზე მეტი მიგრანტი ჩავიდა, რაც 2025 წელს ერთ დღეში დაფიქსირებული ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. ინფორმაციას BBC-იავრცელებს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს უახლესი მონაცემებით, 1194 ადამიანი ბრიტანეთში 18 პატარა ნავით ჩავიდა.
Sky News-ის გადაცემა - “კვირა დილა ტრევორ ფილიპსთან“, თავდაცვის მინისტრმა ჯონ ჰილიმ განაცხადა, რომ დიდმა “ბრიტანეთმა ბოლო ხუთი წლის განმავლობაში საზღვრებზე კონტროლი დაკარგა“.
უახლესი ჩასულების შემდეგ, მიგრანტების წლიური მაჩვენებელი 14 811-მდე გაიზარდა, რაც გასული წლის ამ დროის მაჩვენებელთან შედარებით 42%-ით და 2023 წელთან შედარებით 95%-ით მეტია.