1751744974
ბომბის შესახებ შეტყობინების გამო, კოსოვოს პარლამენტიდან დეპუტატებისა და თანამშრომლების ევაკუაცია განხორციელდა

უსაფრთხოების მიზეზით, კოსოვოს პარლამენტის შენობიდან დეპუტატებისა და თანამშრომლების ევაკუაცია განხორციელდა.
როგორც მედია წერს, პოლიციამ ევაკუაციის გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც უცნობმა პირმა მათ შენობაში ბომბის არსებობის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.
პარლამენტში სწორედ ამ დროს უნდა განახლებულიყო სესია.
„გვითხრეს გამოვსულიყავით, რადგან არსებობს შესაძლო საფრთხე. ჩვენ არ ვიცით, რა ხდება“, – განაცხადა ოპოზიციის წარმომადგენელმა.
აღსანიშნავია, რომ კოსოვოს პარლამენტი უკვე 40-ზე მეტჯერ შეიკრიბა, თუმცა დეპუტატებმა თავმჯდომარე და მის მოადგილეები ამ დრომდე ვერ აირჩიეს. შესაბამისად, საკანონმდებლო ორგანო ვერ იწყებს სრულფასოვან მუშაობას. გასულ კვირას ქვეყნის საკონსტიტუციო სასამართლომ გადაწყვეტილება მიიღო, რომლის მიხედვითაც, დეპუტატებს 30 დღე აქვთ პარლამენტის ჩამოსაყალიბებლად.