BBC: საფრანგეთის აეროპორტებში მასობრივი გაფიცვის გამო ასობით რეისი გაუქმდა

საფრანგეთი

საფრანგეთის აეროპორტებში მასობრივი გაფიცვის გამო ასობით რეისი გაუქმდა. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

ავიაკომპანია Ryanair-ის განცხადებით, იძულებული გახდნენ ხუთშაბათსა და პარასკევს დაგეგმილი 170-ზე მეტი ფრენა გაეუქმებინათ.

გაფიცვას ორი ფრანგული პროფესიული კავშირი აწყობს. ორდღიანი პროტესტის ფარგლებში ისინი სამუშაო პირობების გაუმჯობესებას ითხოვენ.

საფრანგეთის ტრანსპორტის მინისტრმა, ფილიპ ტაბარომ პროფკავშირების მოთხოვნები და გაფიცვის ფაქტი დაგმო.