მძიმე ავარია სანაპიროზე - მოტოციკლი მანქანას შეეჯახა
1753282994
უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი რუსეთის შეჭრის შემდეგ პირველ დიდ ანტისამთავრობო პროტესტს უპირისპირდება მას შემდეგ, რაც სამშაბათს კანონმდებლებმა კენჭი უყარეს ორი ანტიკორუფციული სააგენტოს შესუსტების კანონპროექტს, - წერს ამერიკული გამოცემა AXIOS-ი.
კანონმა უკვე გამოიწვია უკრაინელი აქტივისტებისა და მედიასაშუალებების აღშფოთება და შესაძლოა ზიანი მიაყენოს უკრაინის ურთიერთობებს მის დასავლელ მხარდამჭერებთან.
ეს კანონი მნიშვნელოვნად ზღუდავს უკრაინის ანტიკორუფციული ეროვნული ბიუროსა და მასთან დაკავშირებული სპეციალიზებული ანტიკორუფციული პროკურატურის დამოუკიდებლობას.
ეს ორგანოები 2014 წლის „მაიდანის რევოლუციის“ შემდეგ შეიქმნა და მათი მიზანი, ავტონომიურად მოქმედება იყო.
აშშ-ისა და ევროკავშირის ლიდერები, ისევე როგორც უკრაინელი აქტივისტები, მოუწოდებდნენ ასეთი დამოუკიდებელი ინსტიტუტების შექმნისა და გაძლიერებისკენ, რათა გაეწმინდათ უკრაინულ პოლიტიკაში ფესვგადგმული კორუფცია.
„კიევსა და ვაშინგტონს შორის ურთიერთობები ბოლო კვირებში მკვეთრად დათბა, მაგრამ ზელენსკი შესაძლოა ცეცხლს ეთამაშებოდეს, თუკი გავითვალისწინებთ ტრამპის წარსულ განცხადებებს, რომ უკრაინა ძლიერ კორუმპირებულია და ზელენსკი არის „დიქტატორი არჩევნების გარეშე“, - ნათქვამია სტატიაში.