1746474873
ათენში ქართული თოჯინების თეატრის დამფუძნებელი გარდაიცვალა

ათენში ქართული თოჯინების თეატრის, „ბაბილინას“ დამფუძნებელი გარდაიცვალა. სამწუხარო ინფორმაციას „ემიგრანტების იმედი“ შოთო სიხარულიძე ავრცელებს.
როგორც მან „პრაიმტაიმს“ განუცხადა, 57 წლის ნინია ახვლედიანი მძიმე სენს ებრძოდა, სწორედ ეს გახდა გარდაცვალების მიზეზი.
„ძალიან მოკლე დროში ჩაესვენა მზე ნინოსთვის, თუმცა მისი ღირსეული სახელი და კეთილშობილება კიდევ დიდხანს გაასხივოსნებს ქართულ ემიგრაციას საბერძნეთში... ტკბილად იძინე კეთილო მეგობარო, შენი ლამაზი სული, ცათა სასუფეველში დაიდებს ბინას...“ - ემშვიდობებიან ემიგრანტები ნინია ახვლედიანს.