აშშ-ში სატვირთოს გადაბრუნების შემდეგ 250 მილიონი ფუტკარი გაიქცა - როგორ აპირებს პოლიცია ფუტკრების უკან დაბრუნებას

ფუტკრები

აშშ-ში, ვაშინგტონის შტატში, გადაბრუნებული სატვირთოდან, დაახლოებით 250 მილიონი ფუტკარი გაიქცა. ხელისუფლება მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდებს. ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

სატვირთო ავტომობილი, კანადის საზღვართან ახლოს, გზაზე გადაბრუნდა, მას 31 750 კგ თაფლი გადაჰქონდა.

“ჩვენი მთავარი მიზანია, ფუტკრებს საშუალება მივცეთ, სკებში ხელახლა დაბრუნდნენ და თავიანთი დედა ფუტკარი იპოვონ“ - აცხადებენ სამართალდამცველები.

ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, ავარიის ადგილი ოპერაციის დასრულებამდე დახურული იქნება.

წყარო: