აშშ-ში ეროვნული ლოცვის დღე აღნიშნეს

აშშ-ში ეროვნული ლოცვის დღე აღნიშნეს

შეერთებულ შტატებში ეროვნული ლოცვის დღე აღნიშნეს. საზეიმო ღონისძიება ვაშინგტონში ეროვნულ მოედანზე გაიმართა.

„ამერიკა 250“-ის ღონისძიების ფარგლებში თანამოქალაქეებს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა, ვიცეპრეზიდენტმა ჯეი დი ვენსმა, სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ და ომის მდივანმა პიტ ჰეგსეტმა, ასევე, კონგრესის წარმომადგენლებმა და სასულიერო პირებმა მიმართეს. თეთრი სახლის ლიდერმა ვიდეომიმართვაში ძველი აღთქმიდან ეპიზოდი წაიკითხა.