აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში აცხადებენ, რომ თანამშრომელთა ნაწილს სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ მალე აცნობებენ

აშშ სახელმწიფო დეპარტამენტი

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი თანამშრომელთა ნაწილისთვის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ შეტყობინებების გაგზავნას მალე დაიწყებს.

როგორც სახელმწიფო დეპარტამენტში აცხადებენ, რეორგანიზაციის შედეგად ასობით სამსახური შემცირდება.

„მალე დეპარტამენტი დაუკავშირდება იმ პირებს, რომლებიც შემცირებაში მოყვნენ“, – აღნიშნულია მენეჯმენტისა და რესურსების საკითხებში სახელმწიფო მდივნის მოადგილის, მაიკლ რიგასის მიერ თანამშრომლებისთვის გაგზავნილ ელექტრონულ შეტყობინებაში.

რიგასმა განმარტა, რომ ამ ნაბიჯით დეპარტამენტი პრიორიტეტულ საკითხებზე ყურადღებას გაამახვილებს.

ცნობისთვის, დონალად ტრამპმა თებერვალში განკარგულება გამოსცა, რომლითაც სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოს დიპლომატიური სამსახურის რეფორმირება დაავალა.