„დღეიდან თვე, თვე-ნახევარში მოხდება...“ - ვრცელდება გოგა მანიას უახლესი წინასწარმეტყველება
1750622029
აშშ-ის მიერ ირანის ბირთვულ ობიექტებზე დარტყმის შემდეგ, შეერთებული შტატების სხვადასხვა ქალაქებში საპროტესტო აქციები გაიმართა. დემონსტრანტები აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებას აპროტესტებდნენ.
ლოს-ანჯელესში ათობით ადამიანი შეიკრიბა ფედერალური შენობის ცენტრში. აქციის მონაწილეები სკანდირებდნენ: „ხელები შორს ირანიდან“ და „ფული სამუშაო ადგილებისა და განათლებისთვის, არა ომებისა და ოკუპაციისთვის“.
ნიუ იორკში ასობით ადამიანმა მარში გამართა. აქციის მონაწილეების ეჭირათ ბანერები წარწერით „ახალი ომი ახლო აღმოსავლეთში არ იქნება“.
სან ფრანცისკოში შეკრებილი ასობით ადამიანი კი დონალდ ტრამპს საარჩევნო დაპირებების დარღვევაში ადანაშაულებდა.