აშშ-ის კონგრესში მთავრობის ეფექტიანობის ქვეკომიტეტი მოსმენას გამართავს საჯარო ფინანსების, პირადი ინტერესებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების შესახებ

კონგრესი

აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატაში მთავრობის ეფექტიანობის ქვეკომიტეტი საჯარო ფინანსების, პირადი ინტერესებისა და ხელიდან წასული არასამთავრობო ორგანიზაციების შესახებ მოსმენას გამართავს. ინფორმაციას კონგრესმენი მარჯორი ტეილორ გრინი ავრცელებს.

კონგრესმენის თქმით, იგი გეგმავს გამოააშკარაოს, როგორ ათეთრებენ დემოკრატები ხალხის ფულს, კორუმპირებული, რადიკალი ენჯეოების დახმარებით.

ამ თემაზე მოსმენა 4 ივნისს დაინიშნა.