გოგა მანია გულის შეტევით კლინიკაში გადაიყვანეს
1746527635
აშშ და ჩინეთი მიმდინარე კვირაში სავაჭრო საკითხებზე პირველ ოფიციალურ მოლაპარაკებებს გამართავენ სატარიფო ომის დაწყების შემდეგ. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „ბლუმბერგი“ ავრცელებს.
მედიის ცნობით, შეხვედრა შვეიცარიაში გაიმართება. მოლაპარაკებებში აშშ-ის მხრიდან მონაწილეობას მიიღებენ ხაზინის მდივანი სკოტ ბესენტი და სავაჭრო წარმომადგენელი ჯეიმისონ გრირი. ჩინეთის დელეგაციას ვიცე-პრემიერი ჰი ლიფენი უხელმძღვანელებს.
არსებული ინფორმაციით, შეხვედრის მიზანია სატარიფო დაპირისპირების დეესკალაცია.
„ჩვენ უნდა მოვახდინოთ სიტუაციის დეესკალაცია, ვიდრე წინ მოძრაობას გავაგრძელებთ. ჩვენ არ გვსურს ეკონომიკური კავშირების გაწყვეტა, მაგრამ სამართლიანი ვაჭრობა გვინდა“, – განაცხადა სკოტ ბესენტმა.
ცნობისთვის, აპრილის დასაწყისში დონალდ ტრამპმა ჩინეთიდან პროდუქციის იმპორტზე 145%-იანი ტარიფები დააწესა, ჩინეთმა საპასუხო საიმპორტო გადასახადი დააწესა.