სპეცოპერაცია იტალიაში - დაკავებულია მინდია ლავასოღლი
1748638577
აშშ-ჩინეთის სავაჭრო მოლაპარაკებები „ცოტათი ჩიხში შევიდა“ და შეთანხმების დასრულებისთვის, სავარაუდოდ, საჭირო იქნება აშშ-ისა და ჩინეთის პრეზიდენტების პირდაპირი ჩართულობა, – ამის შესახებ აშშ-ის სახაზინო მდივანმა, სკოტ ბესენტმა „ფოქს ნიუსთან“ ინტერვიუში განაცხადა.
სკოტ ბესენტის თქმით, ტარიფებთან დაკავშირებით მოლაპარაკებებში პროგრესი ნელა მიმდინარეობს, თუმცა მომდევნო კვირებში დამატებით მოლაპარაკებებს ელოდება.
„მჯერა, შეიძლება რომელიმე მომენტში გვქონდეს სატელეფონო საუბარი ტრამპსა და სის შორის. მოლაპარაკებების მასშტაბის გათვალისწინებით, სირთულის გათვალისწინებით, ეს მოითხოვს ორივე ლიდერის ჩართულობას. მათ კარგი ურთიერთობა აქვთ და დარწმუნებული ვარ, ჩინელები მაგიდასთან დასხდებიან“, – განაცხადა სკოტ ბესენტმა.