1777391077
აშშ არ დაუშვებს ირანის მიერ ჰორმუზის სრუტის კონტროლს - მარკო რუბიო
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ განაცხადა, რომ აშშ არ დაუშვებს ირანის მიერ ჰორმუზის სრუტის კონტროლს.
„ისინი ვერ მოახდენენ იმ სისტემის ნორმალიზებას, და ვერც ჩვენ შევეგუებით ამის მცდელობას, რომლის ფარგლებშიც ირანელები წყვეტენ, ვინ გამოიყენებს საერთაშორისო სანაოსნო გზას და რა საფასური უნდა გადაუხადონ მათ ამისთვის“, - განაცხადა რუბიომ Fox News-თან ინტერვიუში.











