მთავარი ნიშნები, რომ სისხლძარღვებში საშიში თრომბი გაქვთ
1714058496
ოჰაიოს შტატის ქალაქ ვესტლეიკის მცხოვრები ქალი უვნებლად იპოვეს მას შემდეგ, რაც განგაშის სიგნალმა პოლიციას მისი მდგომარეობის შესამოწმებლად გასვლა აიძულა. როგორც გაირკვა, ის უბრალოდ ვიდეოთამაშში საკუთარი რეკორდის გაუმჯობესებას ცდილობდა. ამის შესახებ წერს The Independent.
ცნობილია, რომ ქალი მონაწილეობს ქალაქის პროგრამაში „ყველაფერი რიგზეა?“, რომელიც მოწყვლად მცხოვრებლებს საშუალებას აძლევს, დარეგისტრირდნენ ყოველდღიურ ზარებზე მათი მდგომარეობის შესამოწმებლად.
როდესაც 9 აპრილს ქალმა ზარს არ უპასუხა, მისი ახლობლები შეშფოთდნენ.
როდესაც დისპეჩერმა და ქალის ქალიშვილმა სცადეს მასთან დაკავშირება და პასუხი ვერ მიიღეს, პოლიცია მივიდა ქალის სახლთან, რათა დარწმუნებულიყო, რომ ყველაფერი რიგზე იყო. ქალმა კარი არ გააღო, რის გამოც პოლიციელებმა იძულებული გახდნენ გამოეყენებინათ სპეციალური ხელსაწყო, რათა მის გარაჟში შესულიყვნენ - აღნიშნულია მასალაში.
მედიის მიერ მიღებული აუდიოჩანაწერის მიხედვით, პოლიციამ ქალი საკუთარ საძინებელში იპოვა, სადაც ის ვიდეოთამაშს თამაშობდა.