შეკარით მუშტი და დააკვირდით ცერა თითს - ტესტი, რომელიც თქვენი პიროვნების უცნობ მხარეებს დაგანახვებთ
1762203102
                                                                მძიმეა 6 წლის ბიჭის მდგომარეობა, რომელსაც გუშინ, საღამოს, გულის შეტევა განუვითარდა. ის ამ დროისთვის პატრაში, რიოს საავადმყოფოშია მოთავსებული. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
არსებული ცნობებით, შემთხვევა გრევენაში მოხდა. როდესაც ბავშვი შეუძლოდ გახდა, სასწრაფო დახმარების ცენტრში დარეკეს და მანქანა ადგილზე მალევე მივიდა. მდგომარეობის სიმძიმიდან გამომდინარე, გადაწყდა, რომ ბავშვი გრევენადან პატრაში უნდა გადაეყვანათ, შესაბამისად, ეს ყველაფერი კვლავ სასწრაფო დახმარების მანქანით უნდა მომხდარიყო.
რეანომობილი, რომელსაც ბავშვი მიჰყავდა, გზაში გაფუჭდა და საჭირო გახდა კიდევ სხვა მანქანის გამოძახება.
ამ დროისთვის ბიჭის მდგომარეობა კრიტიკულად ითვლება. მცირეწლოვანი მართვითი სუნთქვის აპარატზეა გადაყვანილი.