ვანგას წინასწარმეტყველება 2025 წლისთვის - რა ელის კაცობრიობას
1752103172
TikTok-ის ტრენდმა და ვიდეოს გადაღებამ ამერიკელი სტუდენტის, ფელიპე ესკობედოს სიცოცხლე გადაარჩინა. სწორედ ამას ამბობს თავად ფელიპე.
საქმე იმაშია, რომ როდესაც ფელიპე ვიდეოს იღებდა, მან კისერში წანაზარდი შენიშნა, რომლისთვისაც აქამდე ყურადღება არ მიუქცევია.
მიუხედავად იმისა, რომ ფელიპე სხვა სიმპტომებს არ გრძნობდა, შეშფოთდა, როდესაც კისერში „დიდი ბურთი“დაინახა და მაშინვე ექსპერტის რჩევა მოითხოვა.
„ვერ მივხვდი, რომ ყბის ქვეშ მარცხენა მხარე მარჯვენაზე უფრო მაგარი იყო. ის ძალიან პატარა იყო, მაგრამ ქვას ჰგავდა“, - დასძინა მან.
თავიდან მედიკოსებმა მას უთხრეს, რომ აღნიშნული „ბურთი“ შეიძლება გაციების ან გრიპის ნიშანი ყოფილიყო, თუმცა სტუდენტს ორი კვირის შემდეგ ანთება გაუჩნდა.
მოგვიანებით ექიმებმა აღმოაჩინეს, რომ ბიჭს კიდევ 4 ასეთი წანაზარდი ჰქონდა და სასწრაფოდ დაინიშნა ოპერაცია. ოპერაციის დროს ქირურგებმა მხოლოდ ერთის ამოღება შეძლეს.
სულ რაღაც ორი დღის შემდეგ მას ჰოჯკინის ლიმფომის დიაგნოზი დაუსვეს. ეს არის იშვიათი კიბო, რომელიც ლიმფურ სისტემაში ვითარდება, ორგანიზმში გავრცელებული სისხლძარღვებისა და ჯირკვლების ქსელში.
ჯანდაცვის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, ჰოჯკინის ლიმფომა ხშირად 20-დან 40 წლამდე ასაკის და 75 წელს გადაცილებულ ადამიანებს ემართებათ. ყველაზე გავრცელებული სიმპტომია ლიმფური კვანძის უმტკივნეულო შეშუპება, როგორც წესი, კისერში, იღლიაში ან საზარდულის არეში. მიუხედავად იმისა, რომ ის აგრესიულია და შეიძლება სწრაფად გავრცელდეს მთელ სხეულზე, ის ასევე კიბოს ერთ-ერთი ყველაზე ადვილად სამკურნალო სახეობაა.
ფელიპეს შემთხვევაში, კუჭისა და ფილტვების კიბოს მესამე სტადია დადგინდა, თუმცა, საბედნიეროდ, ის განკურნებადია.
ამჟამად, ქიმიოთერაპიისთვის ემზადება. მან თავისი ისტორია TikTok-ზეც მოყვა:
„ძალიან მადლიერი ვარ, რომ ამ ვიდეოებმა დამანახა, რომ ეს ერთი ლიმფური კვანძი უფრო სერიოზული იყო. წარსული ფოტოებიც კი დავათვალიერე და მოგვიანებით შევამჩნიე, რომ წანაზარდი მართლაც მქონია. ამ ვიდეოების გადაღებამ სიცოცხლე გადამირჩინა, რადგან მე შევნიშნე ეს და ახლა შემიძლია მკურნალობა მივიღო.“
სტუდენტმა თქვა, რომ მას ასევე ჰქონდა მუდმივი ხველა დაახლოებით თებერვლიდან, თუმცა ის ამას უგულებელყოფდა, რადგან ხველა კოლეჯის ცხოვრების ნაწილი იყო.
ახლა ის სხვებს მოუწოდებს, სისტემატურად შეამოწმონ სიმპტომები, რაც არ უნდა უმნიშვნელოდ გამოიყურებოდეს ისინი.