Sotheby’s ნაპოლეონისადმი მიძღვნილ აუქციონს ჩაატარებს

აუქციონი

საფრანგეთის იმპერატორთან ნაპოლეონ ბონაპარტთან დაკავშირებული 100-მდე ნივთი Sotheby’s აუქციონზე გაიყიდება. როგორც კომპანიის ვებგვერდზეა აღნიშნული, აუქციონი 25 ივნისს პარიზში გაიმართება.

აუქციონზე წარმოდგენილი ყველა ლოტი კერძო კოლექციონერმა პიერ-ჟან შალანსონმა 40 წლის განმავლობაში შეაგროვა. გამოფენილ ნივთებს შორისაა ავეჯი, სუფრის ვერცხლი, ფაიფური, სკულპტურები, ნახატები და ძველი ოსტატების ჩანახატები.

მთავარ ლოტებს შორისაა ნაპოლეონის ქუდი, რომელიც მისმა პირადმა მექუდე პუპარმა დაამზადა - მისი ღირებულება 500-დან 800 ათას ევრომდეა შეფასებული. ასევე წარმოდგენილია იმპერატორის პირადი ბეჭედი, დამზადებული ოქროსა და ჩაის ხისგან, რომლის ღირებულებაც 150-250 ათას ევროს შეადგენს. აუქციონზე ასევე გამოტანილია გადასატანი სამეფო საწოლი, ცერემონიალური ხმალი, რომელიც პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში მისი კორონაციის დროს გამოიყენეს და ნაპოლეონის პორტრეტები.