„საქართველო, უპირველეს ყოვლისა“ — ზუგდიდში ზვიად გამსახურდიას 87-ე და რეფერენდუმის 35-ე წლისთავი საზეიმო საღამოთი აღნიშნა

ღონისძინება

31 მარტს, 18:00 საათზე, ზუგდიდის მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეში გაიმართა საზეიმო ღონისძიება სახელწოდებით — „საქართველო, უპირველეს ყოვლისა“. საღამო მიეძღვნა საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას დაბადებიდან 87-ე წელს და 1991 წლის 31 მარტის ისტორიული რეფერენდუმის 35-ე წლისთავს. ღონისძიება კულტურის სამინისტროსა და შემოქმედებითი საქართველოს ორგანიზებით ჩატარდა.

​ღონისძიება მიზნად ისახავდა ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის სიმბოლოს, ზვიად გამსახურდიას, როგორც სახელმწიფო მოღვაწის, პირველი პრეზიდენტის, გამორჩეული მწერლისა და პოეტის ღვაწლის წარმოჩენას.

საღამოში მონაწილეობა იყვნენ ცნობილი ხელოვანები და საზოგადო მოღვაწეები: თინათინ მღვდლიაშვილი
​დემეტრე გამსახურდია (მუსიკოსი, ზვიად გამსახურდიას შვილიშვილი)
​ზურაბ ცინცქილაძე
​თემურ თათარაშვილი
​გურანდა დოლიძე
​არჩილ გოგიტიძე
​მერაბ დოლიძე

პროგრამის ფარგლებში გაჟღერდა  ზვიად გამსახურდიას პოეზია, შესრულდება მუსიკალური ნომრები და გაიხსენებენ საქართველოს უახლესი ისტორიის იმ გარდამტეხ თარიღს, რომელმაც საფუძველი ჩაუყარა ქვეყნის დამოუკიდებლობის აღდგენას.