კულტურის სამინისტრომ თბილისის საოპერო ფესტივალი დააფუძნა

კულტურის სამინისტრო

კულტურის სამინისტრომ თბილისის საოპერო ფესტივალი დააფუძნა. უწყებასა და ,"ჯორჯიან ოპერა ენდ არტს" შორის მემორანდუმი გაფორმდა.

ფესტივალს უხელმძღვანელებს მსოფლიოში ცნობილი საოპერო მომღერალი, ქართველი ბანი, გიორგი ანდღულაძე.

ფესტივალში მონაწილეობის მისაღებად საქართველოში მოიწვევენ საოპერო ხელოვანებს. ჩატარდება მასტერკლასები, ქართველი სტუდენტებისთვის იქნება გაცვლითი პროგრამები.