სინოპტიკოსები მოსახლეობას აფრთხილებენ - „ტემპერატურამ შესაძლებელია 40 გრადუსს მიაღწიოს“
1752836636
სროლა იყო რამდენიმე წუთის წინ ბათუმში, სასტუმრო "მერიდიანის" მდებარე ტერიტორიაზე მდებარე ერთ-ერთ რესტორანში.
თვითმხილველების თქმით, რამდენიმე გასროლის ხმა იყო. ცეცხლსასროლი იარაღიდან მამაკაცს ესროლეს. მოკლულს ზურგში რამდენიმე ტყვია აქვს მოხვედრილი.
სასტუმრო "მერიდიანის" წინ, ექსპერტ კრიმინალისტები მუშაობენ. ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიციის რამდენიმე ეკიპაჟი და სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადა.
როგორც „პრაიმტაიმს“ შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში უთხრეს, ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლის შედეგად, მოკლულია უცხო ქვეყნის მოქალაქე.
„შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ 112-ში შემოვიდა შეტყობინება, ბათუმში, ნინოშვილის ქუჩაზე, მდებარე ერთ-ერთ ობიექტში განხორციელებული სროლის თაობაზე.
შეტყობინების მიღებისთანავე ადგილზე დაუყოვნებლივ გამოცხადდნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფების წარმომადგენლები. დადგინდა, რომ ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლის შედეგად, მოკლულია უცხო ქვეყნის მოქალაქე“, - განმარტავენ უწყებაში.
განზრახ მკვლელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს.