თბილისში, ბინაში მცხოვრებმა, კარადაში გველი ნახა
1781293794
ხვიჩა კვარაცხელიას საგულშემატკივროდ, ნეაპოლში ჩასული ქართველი მამაკაცი აეროპორტში დააკავეს. "კურიერმა" მამაკაცის ვინაობა გაარკვია და მოიპოვა ფოტოც, რომელიც მან დაკავებამდე რამდენიმე საათით ადრე, თბილისი-ნეაპოლის ავიარეისზე გადაიღო.
ის ათი წლის განმავლობაში საბერძნეთის მიერ იძებნებოდა. ბერძნული გამოძიება, მამაკაცს ორი ადამიანის განზრახ მკვლელობის მცდელობას ედავება. მას დაუსწრებლად 10 წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი.
38 წლის, ირაკლი ნარიმანიძე, წინასწარი დაკავების იზოლატორში უკვე გადაიყვანეს. იტალიის პოლიცია, მას სავარაუდოდ საბერძნეთს რამდენიმე დღეში გადასცემს.
ნეაპოლში ჩაფრენილი მამაკაცის იდენტიფიცირება, საჰაერო სასაზღვრო პოლიციის მიერ განხორციელებული პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში გახდა შესაძლებელი, რომელიც მიზნად ისახავდა არალეგალური იმიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლას.