ილია თოფურია მიმართვას ავრცელებს
1781454605
საფრანგეთის სასამართლომ საქართველოს ექვს მოქალაქეს შვიდ წლამდე პატიმრობა მიუსაჯა რუსი კლასიკოსების, პუშკინის, ლერმონტოვისა და სხვების იშვიათი გამოცემების მოპარვისთვის. ამის შესახებ გაზეთი Monde წერს.
ყველაზე დიდი სასჯელი, 7 წელი მიხეილ ზამთარაძეს შეეფარდა. მას ასევე აეკრძალა საფრანგეთში შესვლა გათავისუფლების შემდეგ. მანამდე ის ლიეტუვაშიც გაასამართლეს 600 ათას ევროზე მეტი ღირებულების წიგნების მოპარვისთვის, მაშინ მას 3 წელი და 4 თვე მიუსაჯეს.
სხვა ბრალდებულს, ბექა ცირეკიძეს, 4 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. მანამდე მან ანალოგიური დანაშაულისთვის 3,5 წელი უკვე მოიხადა ესტონეთში. კიდევ ორ პირს მსჯავრი დაუსწრებლად დაედოთ.