თბილისში, ნაქირავებ ბინაში 23 წლის ბიჭი გარდაცვლილი იპოვეს
1775076071
დიდ ბრიტანეთში, პემბრუკშირში, მილფორდ ჰეივენის საშუალო სკოლის 15 წლის მოსწავლე, მასწავლებლის განზრახ მკვლელობაშია ეჭვმიტანილია, პოლიციამ ის უკვე დააკავა.
პოლიციის ცნობით, ისინი ხუთშაბათს, ადგილობრივი დროით დაახლოებით 15:20 საათზე, პემბრუკშირში, მილფორდ ჰეივენის საშუალო სკოლაში გამოიძახეს.
სკოლის ზედამხედველმა კრის ნევმა განაცხადა, რომ მათ რეაგირება მოახდინეს მოსწავლის მიერ მასწავლებელზე იარაღით თავდასხმის შესახებ ინფორმაციაზე. "მასწავლებლის დაზიანება დანით მიყენებული ჭრილობა არ იყო“, - დასძინა მან.
მედიის ცნობით, შემთხვევის გამო, პარასკევს სკოლაში სასწავლო პროცესი არ გაიმართება. საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება.