„ძილის დაავადება“, რომელმაც მე-20 საუკუნის დასაწყისში, ნახევარი მილიონი ადამიანი იმსხვერპლა

ძილის დაავადება

ენცეფალიტი ლეთარგიკა პირველად ნევროლოგმა კონსტანტინ ფონ ეკონომომ 1917 წელს აღწერა. ეს უცნაური დაავადება მილიონზე მეტ ადამიანს შეეხო და დაახლოებით 500,000-ს სიცოცხლე შეიწირა.

ამ ნევროლოგიური დაავადების სიმპტომები მრავალფეროვანი იყო — მათ შორის აღინიშნებოდა: განსაკუთრებული დაღლილობა, ძილის დარღვევები, სიცხეები, თავის ტკივილები, კუნთების ტკივილები, მხედველობის პრობლემები, ფსიქიკური ცვლილებები და ზოგჯერ პარკინსონის დაავადების მსგავსი სიმპტომებიც.

ბევრი დაავადებული სუნთქვის უკმარისობით გარდაიცვალა, თუმცა გადარჩენილთა ნაწილი უფრო მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა.

ზოგიერთი, ვისაც EL დაუდგინდა, მოგვიანებით განუვითარდა სერიოზული ნევროლოგიური გართულებები, როგორიცაა პოსტენცეფალიტური პარკინსონიზმი, ხოლო მძიმე შემთხვევებში პაციენტები ქანდაკებებს დაემსგავსნენ - სახე არ მოძრაობდა, კუნთები იყო მყარად შეკრული და ვერ ამჟღავნებდნენ ნორმალურ სოციალურ ურთიერთობებს, თუმცა გონება აქტიური რჩებოდა.

ენცეფალიტი ლეთარგიკას გავრცელება თითქმის ერთდროულად მოხდა ესპანური გრიპის პანდემიასთან, რის გამოც თავიდან ივარაუდეს, რომ შესაძლოა დაავადებებს შორის კავშირი არსებობდა, თუმცა ეს დღეისათვის არ დამტკიცებულა და გამომწვევი მიზეზი უცნობია.

ენცეფალიტი ლეთარგიკას ისტორია და მისი აღმოჩენა

მომხდარის ერთ-ერთ ყველაზე დიდ სამედიცინო საიდუმლოდ ითვლება ენცეფალიტი ლეთარგიკას მოულოდნელი გამოჩენა მე-20 საუკუნის დასაწყისში. პირველი შემთხვევები 1916 წელს დაფიქსირდა, ხოლო 1917 წელს ავსტრიელმა ნევროლოგმა კონსტანტინ ფონ ეკონომომ ვენაში პაციენტებს შორის სიმპტომების უნიკალური ნიმუში აღმოაჩინა. პარალელურად, საფრანგეთში ექიმმა ჟან-რენე კრუშემ შეისწავლა მსგავსი შემთხვევები.

სიმპტომები განსხვავებული იყო და არ გამოვლენილა საერთო დიაგნოზი ან გადაცემის გზის განმარტება. დაავადების სახელად განისაზღვრა „ენცეფალიტი ლეთარგიკა“, რაც გულისხმობდა თავის ტვინის ანთებას (ენცეფალიტი) და ლეთარგიას — ძლიერ დაღლილობას.

სირთულეები დაავადების გაგებაში

დაბრკოლება გამოიწვია სიმპტომების მრავალფეროვნებამაც. ნევროლოგი ჰაიდი მოავადის თქმით, პაციენტების მესამედი გარდაიცვალა რესპირატორული უკმარისობით, თუმცა გადარჩენილთა ნაწილი დარჩა სხვადასხვა ნევროლოგიური გართულებებით. პარკინსონის დაავადებასთან შესაძლო კავშირსაც იკვლევდნენ, თუმცა უშედეგოდ.

ასევე იყო ჰიპოთეზები, რომ დაავადებას იწვევდა აუტოიმუნური მდგომარეობა ან სტრეპტოკოკური ინფექცია, თუმცა ეს არც ერთმა სამეცნიერო კვლევამ არ დაადასტურა.

გარემო და სოციალური ფაქტორები, როგორიცაა პირველი მსოფლიო ომი, გადატვირთული საცხოვრებელი პირობები და გლობალური მოგზაურობები, შესაძლოა დაეხმარა დაავადების გავრცელებას, მაგრამ ეს არაა პასუხი - რა არის მის რეალურ მიზეზი.

ენცეფალიტი ლეთარგიკას ფაზები და სიმპტომები

მკვლევარმა პოლ ფოულიმ აღწერა, რომ დაავადება სამ ფაზაში მიმდინარეობდა:

პირველი ფაზა: პაციენტები განიცდიდნენ დაღლილობას, ორმაგ ხედვას, თავის ტკივილს და სიცხეს.

მეორე ფაზა: კონცენტრაციის დაკარგვა, ცხოვრებისადმი ინტერესი დაქვეითდა და რომ პაციენტი „არ იყო ის, ვინც ადრე იყო“.

მესამე ფაზა: გარკვეული დროის შემდეგ (რამდენიმე დღიდან ათწლეულამდე), ზოგიერთი ავადმყოფი განიცდიდა პოსტენცეფალიტურ პარკინსონიზმს — შეუქცევად მდგომარეობას, რომელიც მთლიანად შლის მოძრაობის და სოციალურ უნარებს.

ზოგი ბავშვი, რომელსაც 5-დან 10 წლამდე ასაკში დაემართა ეს დაავადება, აღინიშნებოდა ხასიათის მწვავე ცვლილებები — შეუქცევადი აგრესია, არასტაბილური ემოციები, თვითმიზანმიმართული ქცევები და სექსუალური უკონტროლობა.

თანამედროვე მკურნალობის მცდელობები და დაავადების გაუჩინარება

1920-იან წლებში ეპიდემიის პიკი იყო, თუმცა 1927 წლიდან შემთხვევები შემცირდა. 1929 წლის ანგარიშით, მკურნალობის მრავალი მეთოდი სცადეს, მაგრამ არცერთი არ გამოირჩეოდა ეფექტურობით. დღემდე მსოფლიოში დაახლოებით 80 შემთხვევაა დოკუმენტირებული.

პარკინსონის წამალმაი ლევოდოპა (L-DOPA) რამდენიმე თვეში გამოიღო შედეგი, თუმცა შემდეგ გამოჩნდა გვერდითი მოვლენები, როგორიცაა ემოციური არასაბილურობა. ელექტროკონვულსიური თერაპიამ მცირე წარმატება აჩვენა, თუმცა ფართო მკურნალობისთვის არაეფექტური იყო.

დღემდე ენცეფალიტი ლეთარგიკა გაურკვეველი და საიდუმლოებით მოცული დაავადებაა, რომელიც მოულოდნელად გაჩნდა ასევე მოულოდნელად გაქრა.

ენცეფალიტი ლეთარგიკა მე-20 საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე დიდია სამედიცინო ფენომენი, რომელიც დღემდე ვერ ამოხსნილ საიდუმლოდ რჩება.

მისი მოულოდნელი გაქრობა, მძიმე სიმპტომები და გაურკვეველი წარმოშობა არა ერთი მეცნიერი და ექიმის ინტერესის საგანი იყო.

ზოგიერთმა კი შეშფოთება გამოთქვა, რომ შესაძლოა ამ დაავადებამ მომავალში კვლავ მოიცვას მსოფლიო.