სურსათის ეროვნული სააგენტოს საგანგებო გაფრთხილება მოსახლეობას
1755250205
თბილისში საცხოვრებელი ბინების ქირა 5%-ით გაიაფდა, – აღნიშნულის შესახებ ირკვევა „გალთ ენდ თაგარტის“ უძრავი ქონების ბაზრის კვლევიდან.
უფრო კონკრეტულად, კვლევის თანახმად 2025 წლის ივნისში 1 კვ.მ-ის ქირის ფასი საშუალოდ 9.4 დოლარი იყო, გასული წლის იმავე პერიოდში კი 9.9 დოლარი. რაც შეეხება თვის ჭრილში ფასის ცვლილებას, მაისთან შედარებით ქირა ივნისში მცირედით გაძვირდა. კერძოდ, მაისში 1 კვ.მ-ის ქირის ფასი 9.3 დოლარი იყო.
„2025 წლის ივნისში, თბილისში საშუალო ზომის ბინის (50-60 მ2) ქირის ფასი თვეში,1.2%-ით გაიზარდა და კვადრატულზე 9.4 აშშ დოლარი შეადგინა“, – აღნიშნულია „გალთ ენდ თაგარტის“ მიმოხილვაში.
სად იქირავებთ ბინას ყველაზე ძვირად და იაფად
უბნების მხრივ, დედაქალაქში ბინას ყველაზე ძვირად ვაკეში იქირავებთ, ხოლო ყველაზე იაფად სამგორში. უფრო კონკრეტულად, თბილისის სხვადასხვა ნაწილში ქირის ფასები კვ.მ-ზე ასე განისაზღვრებოდა:
მთაწმინდა – 12.7 დოლარი;ვაკე – 14.2 დოლარი;ჩუღურეთი – 9.5 დოლარი;საბურთალო – 10.7 დოლარი;კრწანისი – 9.6 დოლარი;ისანი – 9.2 დოლარი;დიდუბე – 9.4 დოლარი;ნაძალადევი – 9 დოლარი;სამგორი – 7.8 დოლარი;დიდი დიღომი – 8 დოლარი;გლდანი – 7.9 დოლარი;ვაშლიჯვარი – 8.2 დოლარი.