1743141376
იანვარ-ივნისში საქართველომ საერთაშორისო მოგზაურობიდან 1,971.0 მილიონი აშშ დოლარის შემოსავალი მიიღო - ეროვნული ბანკი

2025 წლის მეორე კვარტალში საქართველომ მოგზაურობიდან 1,145.0 მილიონი აშშ დოლარის შემოსავალი მიიღო, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 5.0%-ით მეტია. ხოლო ჯამურად, მიმდინარე წლის ორ კვარტალში აღნიშნულმა მაჩვენებელმა 1,971.0 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, წლიური ზრდა 3.8% იყო.
ამასთან, ცენტრალური ბანკის ცნობით, მიმდინრე წლის მეორე კვარტალში საერთაშორისო მოგზაურობიდან მიღებულ შემოსავალში ევროკავშირის ქვეყნების წილი 15.2%-ით განისაზღვრა და 173.9 მილიონ აშშ დოლარს გაუტოლდა, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 26.0%-ით მეტია.
სტატისტიკის მიხედვით, მაღალი ზრდის ტემპით გამოირჩევა აზერბაიჯანიდან, საუდის არაბეთიდან და ისრაელიდან მიღებული შემოსავლები, შესაბამისი 42.3%, 20.9%, 16.4%-იანი წლიური ზრდის ტემპებით. კლების ტენდენციით ხასიათდება რუსეთიდან შემოსავლები – 2025 წლის მეორე კვარტალში რუსეთიდან საქართველოში მოგზაურობით მიღებული შემოსავლები 20.5%-ით შემცირდა.
საქართველოს შემოსავლები ტურიზმიდან ქვეყნების ჭრილში 2025 წლის მეორე კვარტალში შემდეგნაირად ნაწილდება: აზერბაიჯანი – 54.0 მლნ აშშ დოლარი; ბელარუსი 19.9 მლნ აშშ დოლარი; თურქეთი 151.4 მლნ აშშ დოლარი; ირანი 29.3 მლნ აშშ დოლარი; ისრაელი 127.7 მლნ აშშ დოლარი; რუსეთი 166.0 მლნ აშშ დოლარი; საუდის არაბეთი 30.1 მლნ აშშ დოლარი; სომხეთი 37.8 მლნ აშშ დოლარი; უკრაინა 35.8 მლნ აშშ დოლარი; ევროკავშირი 173.9 მლნ აშშ დოლარი; დანარჩენი ქვეყნები 319.3 მლნ აშშ დოლარი.