ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, აპრილის თვეში ექსპორტის რეკორდული ზრდა დაფიქსირდა

finansbi

აპრილის თვეში ექსპორტის რეკორდული ზრდა დაფიქსირდა. ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, ზრდამ 41 პროცენტს გადააჭარბა, ხოლო ექსპორტის მოცულობამ 617 მილიონი დოლარი შეადგინა.

რაც შეეხება პირველი ოთხი თვის მაჩვენებლებს, იანვარ-აპრილში ექსპორტი 14.2%-ით გაიზარდა და ასევე რეკორდულ ნიშნულს გაუტოლდა.