ოქრო ისევ გაძვირდა - რა ღირს 1 გრამი საქართველოში
1781452684
ბოლო 24 საათის განმავლობაში ადგილობრივ ბაზარზე ძვირფასი ლითონების ღირებულება გაიზარდა. ფასების მატება შეეხო როგორც ოქროს, ისე ვერცხლს.
13 ივნისის ვაჭრობის შედეგებით, 999 სინჯის ოქროს საშუალო ფასი 1 გრამზე 375 ლარით განისაზღვრა, რაც წინა დღის მაჩვენებელთან (365 ლარი) შედარებით 10 ლარით მეტია. ამავე პერიოდში, 1 გრამი 999 სინჯის ვერცხლის ღირებულებამ 5.4 ლარიდან 5.7 ლარამდე აიწია, რაც 0.3-ლარიან ზრდას ნიშნავს.