მსახიობი ქალი მეზობელს სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებს
1777715066
აპრილში საქართველოში დაახლოებით 12 000-მდე ავტომობილი დარეგისტრირდა. ამის შესახებ მომსახურების სააგენტოს მონაცემებიდან ჩანს.
შედეგად, დღეის მდგომარეობით, ქვეყანაში რეგისტრირებული ავტომობილების რაოდენობამ 2.045 მლნ ერთეულს გადააჭარბა.
აღნიშნულ სტატისტიკაზე დაკვირვება აჩვენებს, რომ ბოლო ერთ თვეში საქართველოში ყოველდღიურად რეგისტრირებული ავტომობილების რაოდენობა შემცირდა.
შენიშვნის სახით: აღსანიშნავია ისიც, რომ ავტომობილების გარკვეული ნაწილი, შესაძლოა, შემდგომ რეექსპორტზე გავიდეს. თუმცა, საქართველოში რეგისტრირება ნიშნავს, რომ შიდა სატრანზიტო ნომრის გამოყენების 2-თვიანი ვადა უკვე გასულია, შესაბამისად, ავტომობილი ქვეყანაში საშუალოდ 2 თვე იმყოფება.