„როგორი ნიჭიერი და საამაყო იყავი, შვილო...“ - ტრაგიკულად დაღუპულ ბიჭს გლოვობენ
1793874921
მამა ლევანი სოციალურ ქსელში საზოგადოებას ემოციურ ისტორიას უზიარებს, რომელსაც „პრაიმთაიმი“ უცვლელად გთავაზობთ:
„სულ ცუდი, ცუდი. ნუგეშისთვის კარგი რაც ხდება, მგონი უნდა ვთქვათ-ხოლმე. ეს 16 წლის ბიჭი, ჩვენი ტაძრის მედავითნე და სტიქაროსანია. სასკოლო არდადეგებზე, ითვალისწინებს საერთო სიდუხჭირეს და მშობლებს არ აწუხებს, იქ დამასვენე, აქ დამასვენე, პირიქით, მოდის და ტაძარში მესანთლედ მუშაობს, რომ თავისი ფული ჰქონდეს. არის ქალაქის ერთ-ერთი საუკეთესო მოსწავლე, "„სწავლა მიყვარდა, მაგრამ რაც ტაძარში მოვედი უფრო გამეხსნა გონებაო", - წერს მამა ლევანი.