„როცა პაციენტს არასაჭირო წამლებს უწერ, არ ხარ ექიმი...“ - ლევან შელეგია

ლევან შელეგია

გერმანიაში მოღვაწე ქართველი ექიმი, ლევან შელეგია მორიგ საინტერესო ინფორმაციას გვიზიარებს, რომელიც სოციალურ ქსელებს ეხება. 

„ 1. როცა ყოველ დღე ფეისბუქზე ამტკიცებ, რომ ყველაზე ბედნიერი ხარ, დიდია ალბათობა, რომ არ ხარ.
2. როცა ყველა ტაძართან დემონსტრაციულად პირჯვარს იწერ, მარხვას არ მაზავ და ხატების მუზეუმში ცხოვრობ, მაგრამ სახლში დედის ტრ$კს ახურებ მეუღლეს და ბავშვებს, ესეიგი უბრალოდ ტიპობ, არ ხარ ქრისტიანი,
ნუ აბოლებ ხალხს!
3. როცა პაციენტს არასაჭირო წამლებს უწერ, არ ხარ ექიმი.
4.როცა შვილს შენი ეშინია, ვერ ხარ მშობელი.
5.როცა სიძულვილს ქადაგებ, არ ხარ სასულიერო პირი.
6.როცა ძვირადღირებულ ჯიპში თბილად ზიხარ და ხელში ბოლო აიფონი გიკავია, შენს მრევლს კი წამლის ფული არ აქვს, ვერ ხარ სასულიერო პირი.
7.როცა მოსწავლეს უკივი და ამცირებ, არ ხარ მასწავლებელი.
8.როცა მეგობარს სიმართლეს ვერ ეტყვი, არ არის ის მეგობარი.
9.როცა შვილს აყვედრებ ამაგს, არ ხარ დედა/მამა.
10. როცა შვილს მარტო აკეთებ და სხვა არაფერში იღებ მონაწილეობას, არ ხარ მამა.
11.როცა პარტნიორს ღალატობ, არ გიყვარს არც ის, არც საკუთარი თავი.
12.როცა სხვებს ჩაგრავ, არ ხარ არავინ.
13.როცა სხვებზე ძალადობ - არც მაშინ.
14.როცა მეუღლეზე ძალადობ, შვილების პირველი მტერი ხარ.
15.როცა რასისტი, ფაშისტი, ჰომოფობი, ტირანი, ცხოველების მჩაგვრელი ხარ, ავად არის შენი სული სიძულვილით.
16.როცა სხვა რელიგიები გძულს, არც ქრისტიანი ხარ.
17.როცა პატივს არ სცემ, ესეიგი არც გიყვარს.
18.როცა არ ზრუნავ, არც მაშინ გიყვარს.
19.სანამ სხვას სცემ დედის გინების გამო, შენ ნუ აგინებ დედაშენს ყოველ წინადადებაში.
20.როცა პენსიონერი ემიგრანტი დედის ევრო-დოლარებზე ზიხარ ჯანმრთელი ახალგაზრდა, ჩვეულებრივი გამომძალველი ხარ და დედა არის შენი მძევალი",- წერს შელეგია.