ამინდი მკვეთრად იცვლება - სინოპტიკოსები მოსახლეობას აფრთხილებენ
1754673696
რუსთავის ავტო ბაზრობაზე მოზრდილი გიურზა იპოვეს. ინფორმაციას სოციალურ ქსელში მალხაზ გაბესკირია ავრცელებს.
„ჩემს მეგობარს დაურეკეს, რომ რუსთავის ავტო ბაზრობაზე მოზრდილი გიურზა შეუნიშნავთ. მან კი მე შემატყობინა. ავედით და მიუხედავად ვიწრო და მიუდგომელი ადგილისა, მაინც შევედი და გამოვიყვანე Macrovipera lebetina, იგივე გიურზა. აღსანიშნავია, რომ დაჭერისას საკმაოდ აგრესიულობით გამოირჩეოდა. გავიყვანეთ ბუნებაში, ქალაქიდან მოშორებით და გავუშვით სამშვიდობოს. ხალხიც კმაყოფილი დარჩა, გველიც და ჩვენც. მადლობა იმ კარგ ადამიანებს, რომ დარეკეს ჩვენთან და თვითნებურად არ სცადეს დაჭერა ან მოკვლა. გველის სიგრძე დაახლოებით, 110 სმ-ს შეადგენდა. გავუფრთხილდეთ ბუნებას და ერთმანეთს.“ - წერს მალხაზ გაბესკირია.
დედოფლისწყაროში გიურზამ კაცი დაკბინა
1754679139
რა ხდება ამ წუთებში თბილისის გასასვლელში
1754681764