შუქი გაითიშება - ნახეთ, ქუჩების ჩამონათვალი

შუქი გაითიშება

კომპანია „თელასის" ინფორმაციით, გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების გამო, 8 მაისს თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება.

ელექტროენერგიის აღდგენის გრაფიკი რაიონებისა და ქუჩების მიხედვით ასეთია:

ნაძალადევის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გურამიშვილის გამზირის (ნაწილობრივ), ზღვისუბნის დასახლების X, Xა Xბ კვარტლების, თემქის დასახლების IV მიკრორაიონის, ჭოჭუას, ხევძმარის და დუმბაძის ქუჩების მოსახლეობას.

საბურთალოს რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: პეკინის გამზირის (ნაწილობრივ), გოთუას, გაგარინის, შარტავას, ფანჯიკიძის, იოსებიძის,  კანდელაკის, ონიაშვილის და ბუდაპეშტის ქუჩების  მოსახლეობას.

დიდუბის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიღმის მასივის III კვარტლის (ნაწილობრივ), დიღმის მასივის IV კვარტლის (ნაწილობრივ), რობაქიძის გამზირის და ბალანჩინის ქუჩის მოსახლეობას.

გლდანის რაიონი

ქსელში გადართვების გამო 01:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის II, III, IV, V, VI მიკრორაიონების (ნაწილობრივ), გლდანის ხევის დასახლების, ლესელიძის, ხიზანიშვილის, ხერგიანის,  ვეკუას, მამკოდის, შენგელაიას, მორეტის და ქურდაძის ქუჩების მოსახლეობას.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.