ამინდი მკვეთრად იცვლება - სინოპტიკოსები მოსახლეობას აფრთხილებენ
1754673696
საბურთალოს რაიონში, სოფელ დიღომში, ჩარგალეთის ქუჩის რეაბილიტაცია სრულდება. აღნიშნულ ქუჩაზე, ამ დრომდე, ასფალტის საფარი არ არსებობდა. სამუშაოების შედეგად კი, 2 050 კვ.მ ფართობზე ასფალტი დაიგება.
მიმდინარე სამუშაო პროცესს საბურთალოს რაიონის გამგებელი გაიოზ ვასაძე და მაჟორიტარი დეპუტატი ავთანდილ ცინცაძე გაეცნენ.
„ჩარგალეთის ქუჩაზე მოსახლეობას წლების განმავლობაში გრუნტიან გზაზე გადაადგილება უწევდა. ჩვენთვის პრიორიტეტულია ასეთი ქუჩების მოწესრიგება და მომავალშიც გავაგრძელებთ ამ მიმართულებით მუშაობას“, - განაცხადა გაიოზ ვასაძემ.
საგზაო სამუშაოებს კომპანია „ლ. ენდ ლ“ ასრულებს, რისთვისაც საბურთალოს გამგეობის ბიუჯეტიდან 190 000 ლარი გამოიყო.
დედოფლისწყაროში გიურზამ კაცი დაკბინა
1754679139
რა ხდება ამ წუთებში თბილისის გასასვლელში
1754681764