გაზმომარაგება 4800 აბონენტს შეუწყდება - „თბილისი ენერჯი“ ინფორმაციას ავრცელებს

გაზი

სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, სამგორის რაიონში გაზმომარაგება 4800 აბონენტს შეუწყდება. ინფორმაციას „თბილისი ენერჯი“ ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, კერძოდ, სამგორის რაიონში, ემილ ბურჯანაძის ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ხვალ - 20 ივნისის 10:30 საათიდან, 17:00 საათამდე გაზმომარაგება შეუწყდება:

გარდაბნის გზ. 6 (ემირ ბურჯანაძის ქ. 6ა), 24ა, ქინძმარაულის ქ. 6ა-ში, ქინძმარაულის შეს. 30-ის მიმდებარედ შპს „ქართული სახლი”-ს, ქინძმარაულის შეს-ში მდებარე საცხოვრებელი კორპ. 1, 2, 3, 4, 5, 6, 7, 8, 9, 10, 11, 12, 13, 14, 15, 16, 17, 18, 19, 20, 21, 22, 23, 25, 26, 30, 32-ის, ქინძმარაულის შეს. 4გ-ში (5ა-ს მიმდებარედ) შპს „კოდი”-ს საცხოვრებელი კორპუსის, ოცხელის ქ. 4, 8, 24, 25, 25ა, 30, 32, 34, ნაკადულის ქ. 2ა, 2, 3, 4, I შეს. 6, 8, 8ა, 2ა-1, 2ა-2, 2ა-3-ში მდებარე საცხოვრებელი კორპუსის მოსახლეობას, ქინძმარაულის, მარელისის ქ. 3 (ახლ. ბაბუციძის), ნაკადულის, მარელისის, ოცხელის, ლითონკონსტრუქციების VI დასახლების (წმ. ბარბარეს დასახლება), გარდაბნის გზ-ისა და 31-ე ქარხნის მიმდებარედ (მარია პერინის ქუჩა) მცხოვრებ მოსახლეობას.

„აგრეთვე, გაზის მიწოდება შეუწყდება კომერციულ ობიექტებს ნათია ჯანიაშვილი (შპს „თავთავი), შპს „კამელინი”, შპს „ორბელი 91”, მარელისის ქ. 5-ში მდებარე საბავშვო ბაგა-ბაღი (სკოლა „დავითიანი”) ნაკადულის ქუჩაზე - ი/მ დავით ხაბაზაშვილი, სკოლა #, გარდაბნის გზ-ზე - #78 საჯარო სკოლა ქინძმარაულის II შეს-ში – 126 ბაგა-ბაღი( საჯარო სკოლა # 106, შპს „ჩიქო”-ს და სხვა.

გაზმომარაგების აღდგენა დაიწყება 20 ივნისს 17:00 საათიდან და დასრულდება 22:00 საათისთვის.

„თბილისი ენერჯი” ბოდიშს გიხდით აბონენტებს შექმნილი დისკომფორტის გამო. გთხოვთ ყურადღებით იყოთ. არ დატოვოთ გაზის ონკანები ღია მდგომარეობაში”,- ნათქვამია ინფორმაციაში.